ოზურგეთში 9 აპრილს დაღუპული გმირებს ხსოვნას პატივი მიაგეს

9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივიმიაგეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ, გამგებლის მოადგილეებმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ, გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ და ქალაქის მერმა ბეგლარ სიორიძემ  9 აპრილის ღამეს ტრაგიკულად გარდაცვლილი ლიხაურელი ნინო თოიძის საფლავი გვირგვინით შეამკეს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ლიხაურის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში 9 აპრილს დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრნენ.
„9 აპრილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისა და ამავდროულად უდიდესი ტრაგედიის დღეა, რომელსაც თავისი გმირები ჰყავს. 28 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობას ათობით მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა. ჩვენი ვალია, ყოველთვის გვახსოვდეს  ადამიანები, ვინც ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისთვის გაწირა თავი, “- განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.
დღესვე ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელმა პირებმა გვირგვინით შეამკეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები