მამუკა მდინარაძე: პრეზიდენტის გამოსვლა დღეს იყო ტენდენციური

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა ტენდენციური იყო. მდინარაძემ პრეზიდენტი მმართველი გუნდის მისამართით გამოთქმულ ბრალდებების გამო გააკრიტიკა.
„პრეზიდენტის გამოსვლა დღეს იყო ტენდენციური. ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკოსების გამოსვლა შედგება ხოლმე პოზიტიური და ნეგატიური ნაწილისგან, რაშიც კრიტიკას გულისხმობენ ხოლმე. დღეს იყო ბრალდებები მხოლოდ. ბრალდებებთან ერთად, ისმოდა პოზიტიური განცხადებებიც, რომელსაც, ალბათ, პრეზიდენტი გვერდს ვერ აუვლიდა. მისი ანგარიში იყო ძალიან მოკლე, არასაგნობრივი და ზოგადი. ვისურვებდი, რომ პოლიტიკოსების გამოსვლები იყოს უფრო კონკრეტული და საგნობრივი. კარგი იქნებოდა, პრობლემების გადაჭრის გზებზეც იყოს ხოლმე საუბარი და მინიშნებები, რომელიც ჩვენ დღეს არ მოგვისმენია“,-,განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები