დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი: მე ვფიქრობ, მამა გიორგი მკაცრად მარხულობს, ვიდრე შიმშილობს

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული გიორგი მამალაძე საპატრიარქოს მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა ინახულა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.
როგორც მამა გიორგიმ აღნიშნა, მან ჰკითხა დეკანოზს, შიმშილობს თუ არა და მას კითხვის საპასუხოდ არ უთქვამს, რომ შიმშილობს.
”მე ვფიქრობ, რომ ის მკაცრად მარხულობს, ვიდრე შიმშილობს. ვკითხე და არ უთქვამს, რომ შიმშილობს. ელემენტარული ეკლესიური სწავლებაა, როცა ადამიანი განსაცდელშია, ის მკაცრად მარხულობს,” – განაცხადა დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა.
მისივე თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ციხეში შესვლის მიზანი მისთვის ხარების დღესასწაულის მილოცვა და სულიერი ნუგეში იყო.
ბრალდებულის ადვოკატის ინფორმაციით, მამა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. რამიშვილი ასევე კატეგორიულად გამორიცხავს, რომ მამა გიორგი მამალაძე მარხულობს. მისი თქმით, დეკანოზის კვების რაციონში წყლის გარდა არაფერი არ შედის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები