“სახელმწიფოს პირველი პირისგან იმის თქმა, რომ სასამართლოში არის კრიზისი, სრულიად გაუმართლებელია“

“სახელმწიფოს პირველი პირისგან იმის თქმა, რომ სასამართლოში არის კრიზისი, სრულიად გაუმართლებელია”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს ვიცე-პრეზიდენტი და განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას.
როგორც ჯეჯელავამ განაცხადა, პრეზიდენტის მხრიდან ბოლო დროინდელი წარმატებების აღუნიშნაობა არ იყო პროგრესული.
“სახელმწიფოს პირველი პირისგან იმის თქმა, რომ სასამართლოში არის კრიზისი, არის სრულიად გაუმართლებელი. ასევე, ეკონომიკური პროგრესის და თითოეული ოჯახისთვის ამ პროგრესის მნიშვნელობის მინიმიზაცია და არაღნიშვნა, ჩემი აზრით, არ არის პროგრესული. ასევე, რაც შეეხება საზოგადოების გაერთიანებას, სასამართლო რეფორმას, რეფორმებს მედიის თავისუფლების მიმართულებით, რაც ადასტურებს ჩვენს პროგრესს საერთაშორისო ორგანიზაციების ყველა რეიტინგში, ყველა ანგარიში და შეფასება, ამას ჩემი აზრით, არასათანადოდ შეეხო“, – განაცხადა ჯეჯელავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები