პრეზიდენტი ჟურნალისტებს – მედიაში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადად გამოკვეთა, რომ თქვენი ძალა თქვენს ერთობაშია

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას ქართველ ჟურნალისტებსაც მიმართა.
​როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ქართული მედიის მუშაობა აუცილებელია სახელმწიფოს სწორი ფუნქციონირებისთვის. მისივე თქმით, მედიაში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადად გამოკვეთა, რომ მედიის წარმომადგენლების ძალა თქვენს ერთობაშია.
„მინდა მივმართო ქართულ მედიასაც: თქვენ ასაჯაროებთ დემოკრატიის წყაროს – ხალხის ხმას; თქვენ აკონტროლებთ ხელისუფლებას და აკრიტიკებთ გადაცდომებს; თქვენ ქმნით საზოგადოებრივ აზრს! ეს ნიშნავს, რომ თქვენ – ქართული მედია – რეალურად ჩამოყალიბდით, როგორც მეოთხე ხელისუფლება. და თქვენი – ქართული მედიის, როგორც შემდგარი ხელისუფლების შტოს, ეფექტიანი მუშაობა თავისუფალ გარემოში, აუცილებელია სახელმწიფოს სწორი ფუნქციონირებისთვის.
ჩვენ ვნახეთ, რამდენად კონსოლიდირებულნი იყავით, როდესაც რამდენიმე თქვენგანს საფრთხე შეექმნა. ჩვენ ვნახეთ, რამდენად ეფექტიანად მოახდინეთ არა მხოლოდ კოლეგების, არამედ, ქართული საზოგადოების გაერთიანება დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპის – სიტყვის თავისუფლების დასაცავად.
მედიაში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადად გამოკვეთა, რომ თქვენი ძალა თქვენს ერთობაშია. მე ვისურვებდი, კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეთ. მზად ვარ, დაგეხმაროთ ეფექტური დიალოგის გაღრმავებაში სისტემური და კომპლექსური გაძლიერებისთვის.
რაც შეეხება მედიის კუთხით არსებულ პრობლემებს, ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, საერთაშორისო საზოგადოებაც აქტიურად ელოდება სახიფათო და გაუმჭვირვალე პროცესების დასრულებას მედიასივრცეში. დემოკრატია, მეტი დემოკრატია არის პასუხი ყველა პრობლემაზე”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები