გივი ალხაზიშვილის რჩეული ლექსების კრებულის წარდგინება გაიმართება

11 აპრილს, 18:30 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გივი ალხაზიშვილის რჩეული ლექსების კრებულის წარდგინება გაიმართება.
გივი ალხაზიშვილი: „რჩეულის შედგენას სამი წელი მოვანდომე. ოცდაათზე მეტი პოეტური კრებულიდან („დიალოგი ფიქრში“, „ღამეთა ფერფლი“. „ქარის დევნა“, „შენ ყოველივეს ხედავ, ცაო“, „სინათლე წვეთში“, „გამოსვლა უდროობიდან“, „გაღწევის სურვილი“, „ქორონიკონი“, „ეპისტოლეთა წიგნი“, „უცნობი მზე“, „ჩემი დღეების მიწა“ და სხვ.) ამოვკრიბე ცალკეული ლექსები და ასე დალაგდა და გამთლიანდა რჩეული. შედგენისას მოვიძიე არქივში გაბნეული, სამოციანი წლების, კერძოდ, 1967 წელს დაწერილი ცალკეული ლექსები და რამდენიმე მათგანი შევიტანე რჩეულში. ვფიქრობდი ყდაზე აღმენიშნა 1967-2017, მაგრამ ვამჯობინე, მხოლოდ ახლა, წიგნის გამოცემის შემდეგ გამემხილა რჩეულის ქრონოლოგია. ნახევარსაუკუნოვანი შემოქმედებითი ძიება იქცა ერთ წიგნად და მიაღწია მკითხველამდე“…

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები