პაბლო ფერარის პერსონალური გამოფენა: „ლაბირინთი“ გაიმართება

11 აპრილს, 18:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გამოფენა „ლაბირინთი“– Laberinto” გაიმართება. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, დამთვალიერებელსპერსონალურ გამოფენაზე არგენტინელი პიკტორეალისტი პაბლო ფერარი იწვევს.
ორიოდე წლის წინ პაბლომ ჯერ ქართველი მხატვარი, ლიზი ვარაზი, აღმოაჩინა, შემდეგ – საქართველო და მოინუსხა. როგორც თავად ამბობს, მისთვის, ახალგაზრდა ქვეყნის შვილისთვის, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის საქართველო, არქიტექტურით, ტრადიციებითა და ლეგენდებით, საინტერესოზე მეტია. მანამდე კი პაბლო ფერარი სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი მუსიკოსების ალბომების გარეკანის ფოტოებზე მუშაობდა. ალბომებს მისი ”ქავერით” შეხვდებით არგენტინაში, იაპონიაში, მაკედონიაში, თურქეთში, კანადასა და ინგლისში. საქართველოში ყოფნის პერიოდში კი ახლად აღმოჩენილი ქვეყნის პეიზაჟებმა გაიტაცა და სულ მოკლე ხანში ოთხი პერსონალური გამოფენა მოაწყო, თუმცა ასეთი მასშტაბური პირველია.
p.s. პიკტორეალიზმი – მიმდინარეობა XIX-XX საუკუნეების ევროპულ და ამერიკულ ფოტოხელოვნებაში, რომელიც ფოტოგრაფიას იმ ეპოქის ფერწერასა და გრაფიკასთან (იმპრესიონიზმი, სიმბოლიზმი და სხვ.) აახლოებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები