ROYAL PHILIPS-ი საქართველოში რეგიონალური სათაო ოფისის გახსნას გეგმავს

ROYAL PHILIPS-ი საქართველოში რეგიონალური სათაო ოფისის გახსნას გეგმავს. დეტალების შესათანხმებლად კომპანიის აღამსრულებელი თავმჯდომარე ჰარი ჰენდრიკსი საქართველოში 23-25 აპრილს ჩამოვა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კომპანიის ხელმძღვანელობას იდეის განხორციელებაში სრული მხარდაჭერა აღუთქვა. ჰარი ჰენდრიკსსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის შეხვედრა დღეს დავოსში გაიმართა.
Royal Philips, საყოველთოდ ცნობილი როგორც Philips, წარმოადგენს ტექნოლოგიური საქონლის ფართო ასორტიმენტის ჰოლანდიურ კომპანიას, რომლის სათაო ოფისი ამსტერდამშია განთავსებული. ის წარმოადგენს ელექტრონული საქონლის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას მსოფლიოში და ჰყავს დაახლოვებით 121,000 თანამშრომელი 60-ზე მეტ ქვეყანაში.
კომპანია არის ლიდერი კარდეოლოგიური დახმარების, ჯანმრთელობის მწვავე მდგომარეობების, განათების ენერგოეფექტური სისტემებისა და ინოვაციური განათების სფეროებში, ასევე საპარსი, კანისა და პირის ღრუს მოვლის მოწყობილობების წარმოებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები