საქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისში ქართული საწარმოები მოინახულა

საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი  საპრეზიდენტო კამპანიის – ,,მოითხოვე ქართული”ფარგლებში, დღეს იმერეთში ორ ქართულ კომპანიას ესტუმრნენ.
საპრეზიდენტო კამპანია ,,მოითხოვე ქართული” ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
პრეზიდენტი დღეს ქუთაისში ფეხსაცმელების ფაბრიკა ,,ლევანტოს” და ხორცპროდუქტების კომპანია „გურმანს” ესტუმრა და საწარმოო პროცესი დაათვალიერა.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, საქართველოს მოსახლეობა ქართული პროდუქციის მოთხოვნითა და შეძენით აძლიერებს საქართველოს ეკონომიკას და თავის მოქალაქეობრივ ვალსაც იხდის საკუთარი ქვეყნის წინაშე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები