თსუ-ში ღონისძიება – „9 აპრილი – ჩვენი ტკივილი“ გაიმართება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ხვალ, 14:00 საათზე 1989 წლის 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება – „9 აპრილი – ჩვენი ტკივილი“ გაიმართება. ღონისძიება, რომლესაც უნივერსიტეტის სხვადასხვა მიმართულების სტუდენტები აწყობენ, 7 აპრილს წარმატებულ თანამოქალაქე აზერბაიჯანელებს მოუყრის თავს. ღონისძიების ორგანიზატორების ცნობით, ეს იქნებიან ადამიანები საკანონმდებლო-აღმასრულებელი ორგანოებიდან თუ კულტურის მოღვაწეები, ვისთვისაც საქართველო სამშობლოა და ერთად სტკივათ წარსულში გადატანილი ტრაგიკული დღეები.
“ჩვენთვის საქართველო სამშობლოა, ქართული ენა კი არა მხოლოდ კომუნიკაციის, არამედ ერთობის, განვითარებისა და თანაცხოვრების საშუალება. ჩვენ გვიყვარს საქართველო და ვცხოვრობთ ქართველებთან ერთად, საერთო ტკივილისა თუ სიხარულის განცდით. ჩვენი ღონისძიების მიზანია, ერთად ვიდგეთ ისე, როგორც საქართველო 9 აპრილს! ჩვენ გვახსოვს ჩვენი გმირები! მიგვაჩნია, რომ სწორედ მომავალმა თაობებმა უნდა გააგრძელონ ის, რასაც 9 აპრილმა ჩაუყარა საფუძველი“, – აცხადებს თსუ -ს სტუდენტი თოზუ გულმამედოვა.
ღონისძიებაზე 9 აპრილის კადრების ჩვენება გაიმართება, სიტყვით გამომსვლელები პატივს მიაგებენ გარდაცვლილ გმირებს და ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ისაუბრებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები