რუსთავის თეატრს ნანუკა ხუსკივაძე უხელმძღვანელებს

მსახიობი ნანუკა ხუსკივაძე გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალურ თეატრსე უხელმძღვანელებს.
როგორც „კვირას“  თეატრში განუცხადეს, სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში ექვსი კანდიდატიდან სარეკომენდაციო საბჭომ ერთი კანდიდატი, ნანუკა ხუსკივაძე  შეარჩია და დასამტკიცებლად რუსთავის მერს წარუდგინა.
კონკურსში მონაწილეობდნენ: გოგა თავაძე, ლალი ნიკოლაძე , ნანუკა ხუსკივაძე,  ეკა კვირკველია, მაია შენგელია და ნუკრი არჩვაძე.
რუთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობაზე კონკურსი მეორედ გამოცხადდა.  იანვავრში დანიშნული პირველი კონკურსი ჩაიშალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები