დღეს აკუსტიკური ბლუზის საღამო გაიმართება

6 აპრილს, 21:00 საათზე, Pam club-ში მძიმე ჯვარის გიტარისტი, „ბლუზ ფაქტორის“ შემქმნელი მამუკა ჩიხლაძე და ოთო ღურწკაია აკუსტიკური ბლუზის საღამოს გამართავენ.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, მამუკა ჩიხლაძე მუსიკაში უკვე 28 წელია მოღვაწეობს (1988 წლიდან). მისი სახელი უკავშირდება ისეთ ლეგენდარულ ჯგუფს, როგორიც არის ,,მძიმე ჯვარი”. მამუკა ჩიხლაძეზე დიდი გავლენა მოახდინა ბლუზმა, რაც ყველაზე კარგად გამოჩნდა 2000-იან წლებში, როდესაც მან ჩამოაყალიბა ჯგუფი Blues Factor – ჯგუფი, სადაც მუსიკოსების მთელი თაობა გამოიზარდა. მამუკა ჩიხლაძე დღესაც განაგრძობს მუსიკაში მოღვაწეობას. მისი გიტარა კი დღემდე არ კარგავს დრაივს.
Blues Factor-ის ვოკალისტი ოთო ღურწკაია მონაწილეობდა საქართველოს ერთ-ერთ მასშტაბურ პროექტში – “ახალ ხმაში.”
ამის შემდეგ ოთო არაერთი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა (მათ შორის ბაქოს ახალგაზრდული ევროვიზიის, YOUTHVISION 2016). ოთო დღესაც აგრძელებს მსგავსი შემართებით მოღვაწეობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები