დავით კერესელიძის ხსოვნის საღამო გაიმართება

9 აპრილს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში დავით კერესელიძის შემოქმედებითი/ხსოვნის საღამო გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, 9 აპრილი მომღერლის, ბიჭუნათა ანსამბლ „პატარა ერისიონის“ ხელმძღვანელის დავით კერესელიძის დაბადების დღეა.
„დათოს დაბადების დღე, 9 აპრილი დასვენების დღედ არის გამოცხადებული და ამიტომ არასდროს მოუწია, რომ ანსამბლს მისთვის ემღერა. მაგრამ, ბოლოს, დაკრძალვის დღეს, დათო ანსამბლმა „ერისიონმა” და მისმა მეგობრებმა „მრავალჟამიერით“ გააცილეს. ამ სიმღერას შეასრულებენ დათოს მოსწავლეები, პატარა „ერისიონელები“დათოს შემოქმედებით/ხსოვნის საღამოზე“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას მომღერლის მეუღლემ, ნინო ზედელაშვილმა.
ხსოვნის საღამოზე იმღერებენ ანსამბლები: “პოპური”, „დავითიანი”, “რაჭა”, “პატარა ერისიონი” და იქნება ჩანაწერები ტრიო „თილისმის“ რეპერტუარიდან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები