„ტოტალური კარნახი – 2017“ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდება

„ტოტალური კარნახი – 2017“ ჩატარდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2 აუდიტორიაში – 8 აპრილს, 15:00 საათიდან 17:00 საათამდე, თბილისის დროით. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, მისი ერთ-ერთი მთავარი პირობაა, „ტოტალური კარნახი – 2017“ ჩატარდეს ერთსა და იმავე დღეს, ერთდროულად, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში.
ღონისძიების ხანგრძლივობა 2 საათია. ორ სივრცეში – კარნახის და ტესტირების ღონისძიებებს წარუძღვებიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები – ტატიანა მეგრელიშვილი და ჟანეტა ვარძელაშვილი. პროექტის განხორციელებისთვის სრული მზადყოფნა და ტექნიკურ საკითხებში მხარდაჭერა გამოხატა საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირმა „რუსული კლუბი“, რომელიც უკანასკნელი 15 წლის მანძილზე უამრავ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს.
ცნობისათვის: უკანასკნელი 13 წელიწადია მსოფლიოს მასშტაბით, ყოველწლიურად, ვოლონტიორებისა და აქტივისტების ძალისხმევით, ერთსა და იმავე დროს ყველგან ტარდება საზოგადოებრივი პროექტი – „ტოტალური კარნახი“.  გასულ 2016 წელს პროექტში მონაწილეობდა მსოფლიოს 46 ქვეყანა, მათ შორის აშშ და ევროკავშირის ქვეყნები. „ტოტალური კარნახი“ – ყოველწლიური საგანმანათლებლო აქციაა მსურველი მოხალისეებისთვის კარნახის ფორმით. აქციის მიზანია – ხელი შეუწყოს მოქალაქეთა თვითშეგნების ამაღლებას, რომ უცხო ენის შესწავლა, მათ შორის რუსული ენის, რთულია, მაგრამ სასარგებლო.
საზოგადოებრივი პროექტი შედგება ორი ღონისძიებისგან: კარნახი ( ვინც ძალიან კარგად ფლობს რუსულ ენას და სურს შეამოწმოს საკუთარი ცოდნა) და ტესტირება  ვინც არცთუ დიდი ხნის წინ შეისწავლა რუსული ენა და სურს შეამოწმოს მიღებული ცოდნა). შედეგები გამოქვეყნდება საჯაროდ, ვებგვერდის მეშვეობით. საუკეთესო შედეგების მქონე პირებს გადაეცემათ სახელობითი სერტიფიკატები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები