„ადამიანი მოთამაშე“ – გორის თეატრში პრემიერა გაიმართება

7 აპრილს, 19:00 საათზე, გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში პრემიერა გაიმართება, წარმოდგენილი იქნება ტ. ილიევსკის HOMO LUDENS / „ადამიანი მოთამაშე“.
რეჟისორი: კახა გოგიძე, მხატვარი: ლელა ფერაძე, კოსტიუმების მხატვარი: ნანა ყორანაშვილი, ქორეოგრაფი: თიკო ქოიავა, ტექნიკური რეჟისორ: სოფი დრულევი.
მონაწილეობენ: გიორგი გოგუაძე, სოსო მგალობლიშვილი, სოფი მაიერი, ლევან ჯამბრიშვილი, თეკლა მარჯანიშვილი, ამირან ქაჩიბაია, ომარ გრიგალაშვილი, შოთა ხანჯალიაშვილი, არჩილ მაკალათია, გიორგი ჩოჩნიძე, ნათია ოთინაშვილი სოფი დრულევი, ნიკოლოზ კასრაძე, გურამ მამულაშვილი, იაკო გიგუაშვილი.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, „ადამიანი მოთამაშე“ – ამავე სახელწოდების ფილოსოფიური ნაშრომი დასავლური კულტუროლოგიის და კულტურის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ წარმომადგენელს იოჰან ჰაიზინგას (1872 – 1945) ეკუთვნის.
ჰაიზინგას მტკიცებით,  კულტურაში არსებით როლს ასრულებს თამაშის ელემენტი; ხოლო თამაშის სულის დაკნინება კულტურის დაკნინებასაც ნიშნავს.
ნაშრომი ჰოლანდიურ ენაზე გამოქვეყნდა 1938 წელს, მას შემდეგ კი მსოფლიოს ათობით ენაზე გამოვიდა და კულტუროლოგიის კლასიკად იქცა.
ამ ნაშრომის მიხედვით, ფაშიზმი შესაძლებელი ხდება იქ, სადაც თამაშის თანამდევი თავისუფლების, სილაღის, ღირსების, პატივის, წესრიგისადმი უანგარო სწრაფვის სულისკვეთებაა დაკარგული. და პირიქით, ფაშისტური ტოტალიტარიზმი ვერ ჰგუობს და კლავს თამაშის სულის გამოვლინებებს.
ტექსტი გამოყენებულია: იოჰან ჰაიზინგას ქართულად ნათარგმნი წიგნის ,,კაცი მოთამაშეს” წინათქმიდან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები