ფერეიდნელი ქართველები ქართულ ხალხურ სიმღერებს შეასრულებენ

6 აპრილს, 19:00 საათზე, პროექტის: „ქართული ენისა და ხალხური სიმღერების შემსწავლელი კურსი ფერეიდნელი ქართველებისათვის” დასკვნითი ღონისძიება გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ფერეიდნელები შეასრულებენ ქართულ ხალხურ სიმღერებს.
მისამართი: “ვარდების ბაღის” დარბაზი (ყოფილი გორკის კლუბი). დ. აღმაშენებლის 73.
დასწრება თავისუფალია!
ცნობისათვის: ფერეიდნელ ქართველებს, რამდენიმე დღის წინ, პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც  უმასპინძლა, რომლებიც საქართველოში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით ქართულ ენას, ხალხურ სიმღერებს და საქართველოს ისტორიას სწავლობენ.
გიორგი მარგველაშვილი ადმინისტრაციის უფროსთან ერთად სტუმრებს გაესაუბრა და ფერეიდანში ქართველების ცხოვრებით დაინტერესდა. ქვეყნის პირველმა პირმა პროექტის შესახებაც ისაუბრა და მონაწილეებს წარმატება უსურვა.
პროექტის მონაწილეებმა პრეზიდენტს წმინდა გიორგის გამოსახულებიანი კედლის პანო აჩუქეს, რომელიც სასახლეში დაიკიდება. პანოს ავტორია მესამე პროექტის მონაწილე ფერეიდნელი ალექსანდრე ქურდოვანიძე. პანოს აქვს წარწერა: “ეძღვნება მშობელ ერს, ფერეიდნელი ქართველებისგან”.
პროექტს, რომელსაც უკვე მეორე წელია „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI“ ახორციელებს, ფერეიდნელი ახალგაზრდებისათვის ქართული ენის, საქართველოს ისტორიისა და ხალხური სიმღერების შესწავლას ისახავს მიზნად. ახალგაზრდებისათვის ქვეყნის მასშტაბით, ექსკურსიებიც ეწყობა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები