საქართველოს უნივერსიტეტმა ლიტერატურული კონკურსი – „ფოლიო“ გამოაცხადა

24 აპრილიდან 28 აპრილის ჩათვლით, საქართველოს უნივერსიტეტი, წიგნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურის კვირეულის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით სტუდენტებისათვის და სკოლის მოსწავლეებისთვის, ლიტერატურულ კონკურსს -„ფოლიოს“ აცხადებს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, კონკურსის მონაწილეები ქართულ და ინგლისურ ენაზე ნებისმიერი ჟანრის (დეტექტივი, ფანტასტიკა, დრამა, კომედია და ა.შ) მოკლე მოთხრობას დაწერენ (ტექსტი განთავსებული A 4 ფორმატში, 1 გვერდი).
წლევანდელი კონკურსის თემაა „ახალი დღე – ახალი შანსი“. კონკურსის აუცილებელი პირობაა, რომ ლიტერატურული ნამუშევრის შინაარსი ამ კონკრეტულ თემასთან იყოს კავშირში.
კონსურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს ( მე-11/მე-12 კლასი).
გამარჯვებულ ავტორს მიენიჭება საქართველოს უნივერსიტეტის ლიტერატურული პრიზი „ფოლიო“ (ლაურეატის სერტიფიკატი და ფულადი ჯილდო – 500 ლარი). ასევე, სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან კონკურსის მეორე და მესამე ფინალისტებიც.
კონკურსის თითოეული მონაწილე მიიღებს მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატს.
კონკურსის მიზანია, ახალგაზრდებში წერის კულტურის ამაღლება. ნამუშევრებს ჟიური შეაფასებს და სამ გამარჯვებულს გამოავლენს.
კონკურსის პირობები:

1) კონკურსი ორენოვანია, შესაბამისად ნაშრომი შეიძლება იყოს წარმოდგენილი ქართულ ან ინგლისურ ენებზე.
2) Sylfaen 11 – იანი შრიფტით, სტრიქონებს შორის დაშორება 1,5 და არ უნდა აღემატებოდეს 1 გვერდს. ტექსტი განთავსებული უნდა იყოს A 4 ფორმატში.
3) თავფურცელზე უნდა იყოს მითითებული კონკურსანტის მონაცემები: სახელი, გვარი, ასაკი, ტელეფონის ნომერი, სკოლის ან უნივერსიტეტის დასახელება, კურსი, კლასი და ელექტრონული ფოსტა.

შეფასების კრიტერიუმები:
ა) ორიგინალურობა;
ბ) შემოქმედებითობა;
გ) ლაკონიურობა.
ნამუშევარების ატვირთვა შესაძლებელია 2017 წლის 1 აპრილიდან 19 აპრილის ჩათვლით ამ ლინკზე: 
გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 28 აპრილს ლიტერატურის კვირეულის დახურვის დღეს, საქართველოს უნივერსიტეტში (კოსტავას 77ა, საკონფერენიო დარბაზი #519).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები