ანიტა რაჭველიშვილისა და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტი გაიმართება

10 აპრილი, 20:00 საათზე, ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში  ანიტა რაჭველიშვილის კონცერტი გაიმართება.
როგორც „კვირას“ ოპერის თეატრში განუცხადეს, კლასიკური მუსიკის მოყვარულებს, ცნობილ საოპერო მომღერალთან ერთად, აგრეთვე, უმასპინძლებენ ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი. პროგრამაშია: გუნოს, რიმსკი-კორსაკოვის, სენ-სანსის, მასკანის, მასნეს, ვერდის, ბიზეს ნაწარმოებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები