პროექტი „კინო სკოლაში“ ახალ სეზონს იწყებს

 ეროვნული კინოცენტრი პროექტის „კინო სკოლაში“ ახალ სეზონს იწყებს. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ზურაბ მაღალაშვილი გაუძღვნენ.
„კინო სკოლაში” კინოგანათლების პოპულარიზაციაზე ორიენტირებული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს მოზარდებში კრიტიკული აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.
პროექტი მეოთხე წელია მიმდინარეობს და ყოველ სეზონზე სიახლეს სთავაზობს კინოსკოლელებს. წელს, „კინო სკოლაში“ აქტიურად ითანამშრომლებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „თავისუფალი გაკვეთილების“ პროგრამასთან, რომლის ფარგლებშიც, კინოჩვენებებსა და დისკუსიებს კინოსპეციალისტებთან ერთად სკოლის პედაგოგებიც ჩაატარებენ.
პროექტში „კინო სკოლაში“ ჩართული კინოსპეციალისტები კოორდინაციას გაუწევენ და დაეხმარებიან სკოლის პედაგოგებს აიმაღლონ კვალიფიკაცია, რათა პროექტის დასრულების შემდეგ სკოლებში გაჩნდეს კომპეტენტური კადრები, რომლებიც დამოუკიდებლად გააგრძელებენ საქმიანობას, ჩამოაყალიბებენ კინოკლუბებს და იზრუნებენ მოზარდების კულტურულ განვითარებაზე.
პროექტი „კინოსკოლაში“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების მხარდაჭერით მიმდინარეობს. ამჟამად, პროექტში ჩართულია 217 სკოლა და საქართველოს ყველა რეგიონი, მათ შორის, საოკუპაციო ხაზთან მდებარე და მაღალმთიანი სოფლები.
პროექტმა “კინო სკოლაში” 2016 წელს Creative Europe-ს დაფინანსება მიიღო, რაც ნიშნავს იმას, რომ 2017 წელიდან პროექტს კინოგანათლების კუთხით ევროპული გამოცდილების გაზიარების საშუალება ექნება.
 2014 წელი – 40 სკოლა, 280 ჩვენება;
2015 წელი – 207 სკოლა, 4516 ჩვენება;
ზაფხულის კინოსკოლა – 30 სკოლა, 300 ჩვენება;
2016 წელი – 168 სკოლა, 1687 ჩვენება;
2017 წელი – დაგეგმილია 217 სკოლაში 3906 ჩვენება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები