ირაკლი კობახიძე მაროკოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

ბანგლადეშში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მაროკოს მრჩეველთა საბჭოს (პარლამენტის) თავმჯდომარის მოადგილეს, რაჩიდ აბდის შეხვდა.
მაროკოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ქართულ მხარეს  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა დაუდასტურა. ირაკლი კობახიძემ, თავის მხრივ, რაჩიდ აბდის ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივების საკითხები განიხილეს.
მხარეები საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების შექმნასა და გაცვლით ვიზიტებზე შეთანხმდნენ.
ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 1-5 აპრილს საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 136-ე ასამბლეაში იღებს მონაწილეობას. ასამბლეაში მონაწილეობის პარალელურად, პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები მაღალი რანგის ორმხრივ შეხვედრებს მართავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები