ირაკლი კობახიძე ეთიოპიის ფედერაციული პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

ბანგლადეშში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეთიოპიის ფედერაციული პალატის თავმჯდომარეს, იალეუ რეტას შეხვდა.
იალეუ რეტას განცხადებით, ეთიოპია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.
შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის, მათ შორის, საერთაშორისო ფორმატში თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.
ეთიოპიის ფედერაციული პალატის თავმჯდომარის განცხადებით, ეთიოპია დაინტერესებულია იმ რეფორმებით, რომელიც საქართველოში ხორციელდება. მხარეებმა ქვეყნებს შორის სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ ისაუბრეს.
ქართულმა მხარემ იალეუ რეტას საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკისთვის მადლობა გადაუხადა.
ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 1-5 აპრილს საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 136-ე ასამბლეაში იღებს მონაწილეობას. ასამბლეაში მონაწილეობის პარალელურად, პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები მაღალი რანგის ორმხრივ შეხვედრებს მართავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები