გუგული მაღრაძე: კვლევა, რომელიც ჩატარდება ოქროს ბაზრობაზე და “გუდვილში” სხვადასხვანაირი იქნება

“კვლევის შედეგები იმაზეა დამოკიდებული, თუ რა კონტინგენტი იღებს მონაწილეობას კვლევებში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გუგული მაღრაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე (IRI)-ს კვლევებთან დაკავშირებით განაცხადა.
​გუგული მაღრაძე თვლის, რომ კვლევა სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა შედეგს აჩვენებს. „კვლევა, რომელიც ჩატარდება ოქროს ბაზრობაზე და “გუდვილში” სხვადასხვანაირი იქნება, კვლევის დროს უნდა გავითვალისწინოთ, თუ ვინ ატარებს ამ კვლევას და სად ატარებს, ასევე, უნდა იყოს გათვალისწინებული, რა კონტინგენტი იღებს კვლევაში მონაწილეობას. ზოგადად, ასეთი კვლევები ვერ იძლევა მთლიანი მოსახლეობის განწყობის სრულ სურათს“, -განაცხადა გუგული მაღრაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები