გუგული მაღრაძე: პრეზიდენტი თავისი ქცევით ცდილობს, პოპულარული გახდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გუგული მაღრაძე მიიჩნევს, რომ პარლამენტი პრეზიდენტის გამოსვლას მომზადებული დახვდება. „პრეზიდენტი თავისი ქცევით ცდილობს, პოპულარული გახდეს, თუმცა სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემა – ეს პრეზიდენტის მოვალეობაცაა, მოსახლეობას, ცხადია, აინტერესებს, გარდა ვეტოების დადებისა, პრეზიდენტმა მთელი ამ პერიოდის მანძილზე რა გააკეთა. საინტერესოა მისი გეგმა, როცა ის არაა აღმასრულებელი ხელისუფლება, რას დაჰპირდება ხალხს წინასაარჩევნოდ, როცა მას არ აქვს სააღმსრულებლო ფუნქციები, რა უნდა გააკეთოს მან და რას უნდა დაჰპირდეს საზოგადოებას“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
გუგული მაღრაძე თვლის, რომ, ოპოზიცია გამოიყენებს პრეზიდენტის პარლამენტში მისვლას და დებატები იქნება მწვავე. გუგული მაღრაძის ინფორმაციითვე, პრეზიდენტის გამოსვლას პრემიერი და ვიცე-პრემიერებიც დაესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები