თენგიზ ამირეჯიბის 90 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში საქართველოს სახალხო არტისტის, პროფესორ თენგიზ ამირეჯიბის დაბადების 90 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. კონცერტში ვიქტორია ჩაპლინსკაიას კლასის მოსწავლეები და კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ.
ქართველი პიანისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი და სპეციალური ფორტეპიანოს კათედრის გამგე იყო. მან არაერთი ქართველი პიანისტი – მანანა დოიჯაშვილი, ალექსანდრე კორსანტია, თამარ ლიჩელი, ხატია ბუნიათიშვილი და სხვა აღზარდა. თენგიზ ამირეჯიბი 2013 წელს გარდაიცვალა.