წიგნის „არფა‘ ად-დოულე და საქართველო“ წარდგინება გაიმართება

5 აპრილს, 18:00 საათზე, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმში მარინა ალექსიძის, გრიგოლ ბერაძისა და ირინა კოშორიძის წიგნის „არფა‘ ად-დოულე და საქართველო“ წარდგინება გაიმართება.
როგორც „კვირას“ მუზეუმში განუცხადეს, ნაშრომი გამოიცა გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტისა და ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის მიერ ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების მხარდაჭერით.
სახელმწიფო მოღვაწე მირზა რეზა ხან დანეშ არფა 1889-94 წლებში ირანის გენერალური კონსული იყო თბილისში, რომელმაც საგრძნობი კვალი დატოვა ქალაქის პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. მის სახელს უკავშირდება სასტუმრო „ფირუზე“ (ბორჯომი) და „ალმასის სასახლე“ (თბილისი). წიგნი უხვადაა ილუსტრირებული და გამოკვლეულია არფა‘ ად-დოულეს მოღვაწეობის სხვადასხვა ასპექტი საქართველოში.
ისლამური რესპუბლიკის საელჩოს მიწვევით, ირანული ანსამბლი „TIKA“ კონცერტს გამართავს.
წარდგინების დროს მსურველს წიგნის შეძენაც შეუძლია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები