კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყლის შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

აღმაშენებლის ხეივანზე, რესტორან მონოპოლთან “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” 500მმ-იანი წყალსადენის გამანაწილებელი ქსელის ურდული დაზიანდა. კომპანიის ცნობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მაღალი ძაბვის ელექტროსადენები გადის, შესაბამისად ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოების წარმოება უსაფრთხოების მაღალი ზომების დაცვას მოითხოვს.
ადგილზე მობილიზებულია სამუშაო ჯგუფები და დაზიანებული 500მმ-იანი წყალსადენის გამანაწილებელი ქსელის ურდული ახლით შეიცვლება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 3 აპრილის, ღამის 00:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
სოფელ დიღმის ნაწილს; დიღმის მასივის I კვარტლის N10-N12 კორპუსებს; გოთუას და მიმდებარე ქუჩებს; ზემო ვეძისის დასახლებას;
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები