როდის გამოიდარებს საქართველოში – ამინდის მოკლევადიანი პროგნოზი

​საქართველოში ცივ ამინდს თბილი ჩაანაცვლებს და თანდათან დათბება. სინოპტიკოსების ინფორმაციით, ხვალ, თბილისში ტემპერატურა 20 გრადუსამდე მოიმატებს. როგორც „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა, 4-6 აპრილს საქართველოში მზიანი ამინდი იქნება. მისივე თქმით, შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთიდან თბილი ჰაერის მასების გავრცელება იწყება, რის გამოც დღეს, დღის ბოლოს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს და ხვალიდან დათბება.
უნალექო, მზიანი ამინდი 6 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. 4-6 აპრილს დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 26-28 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი 18-23 გრადუსი.
უშუალოდ თბილისში ხვალ დღისით ტემპერატურა 20 გრადუსამდე მოიმატებს, 5-6 აპრილს კი ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 21-23 გრადუსი იქნება.
​საქართველოში 7 აპრილიდან ამინდი ისევ შეიცვლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები