ზურაბ მახარაძის ლექცია: „ანანაურის დიდი ყორღანი N3“ გაიმართება

6 აპრილს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში, ლექციათა ციკლის – „საქართველო და მსოფლიო ცივილიზაციები” ფარგლებში, გაიმართება ზურაბ მახარაძის ლექცია „ანანაურის დიდი ყორღანი N 3″.
როგროც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ლექციაზე განხილული იქნება 2012 წელს ლაგოდეხის რაიონში შესწავლილი ძვ.წ. III ათასწლეულის ყორღანული სამარხი და მის ირგვლივ არსებული სამეცნიერო კვლევები. საუბარი იქნება ამ პერიოდის სამხრეთ კავკასიის ბუნებრივი პირობებისა და კულტურული განვითარების შესახებ.
მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ფურცელაძის ქ. 1.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები