ქეთევან ჯავახიძის დეკორატიულ-ფერწერული ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნება

4 აპრილს, 19 საათზე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში  მხატვარ ქეთევან ჯავახიძის დეკორატიულ-ფერწერული ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნება.
როგორც „კვირას“ მხატვარმა განუცხადა, გამოფენაზე დაახლოებით 100-მდე ნამუშევრის გატანას აპირებს. „მსურს, დამთვალიერებელს წარვუდგინო ჩემი მოკრძალებული შემოქმედება და, როგორც ყველა მხატვრისთვის, ჩემთვისაც ეს გამოფენა დიდი სიამოვნება და სტიმული იქნება მომავალ შემოქმედებით მოღვაწეობაში“, – ამბობს ქეთევან ჯავახიძე.
გამოფენა  13 აპრილამდე გასტანს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები