ვახო ბუღაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

4 აპრილს, 18.00 საათზე, ლიტერატურის მუზეუმში ვახო ბუღაძის ფერწერის პერსონალური გამოფენა გაიმართება. გამოფენა  ოთო ბაგრატიონს ეძღვნება.
„ნახატის გაგებას ხშირად დრო სჭირდება, მხატვრები ალბათ ამ მიზეზით ახალი ნამუშევრის ნახვისას სიჩუმეს ამჯობინებენ, ან მცირე კომენტარებით მთავრდება აზრთა გაცვლა-გამოცვლა (მე ჩემი მეგობარი მხატვრები მყავს მხედველობაში).
ოთოც თავიდან ნახატს ნახვისას ჩუმად უყურებდა და ამით მე ვფიქრობ მხატვრების სტანდარტს უსწორდებოდა შინაგანად, მაგრამ მერე, ხან ცოტა ხნის, ხან ერთი ან ორი დღის შემდეგ, ან ერთი კვირის, იწყებდა ლაპარაკს, რაც მისი საქმე იყო და ყველაზე კარგად გამოსდიოდა.
ყოფილა შემთხვევები, ნახატი ისეთი მხრიდან დაუნახავს, რომელზეც მე არ მიფიქრია. უფრო სწორი იქნება მეორე მხარე, რომელიც ალბათ ყველაფერს აქვს. ამით ბევრჯერ გავუხარებივარ“, – აღნიშნავს ვახო ბუღაძე ფეისბუქის გვერდზე.
გამოფენა  22 აპრილამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები