ევგენი ევტუშენკოს მოსკოვის მახლობლად, პერედელკინოში დაკრძალავენ

ევგენი ევტუშენკოს, ანდერძის თანახმად,  პერდელკინოს მწერალთა დასახლებაში დაკრძალავენ. ამის შესახებ, ევტუშენკოს თანაშემწეზე დაყრდნობით, „ინტერფაქსი“ იუწყება. დაკრძალვის დღე და გამოსამშვიდობებელი ადგილი მოსკოვში ზუსტდება.
თავიდან დამშვიდობების ცერემონია აშშ-ში შედგება, შემდეგ – მოსკოვში, სავარაუდოდ, 7-8 აპრილს…
რუსი პოეტი ევგენი ევტუშენკო 1 აპრილს  85 წლის ასაკში ახლობლების და ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა. „მშვიდობიანად, ძილში… მას გული გაუჩერდა“ – განაცხადა მისმა ქვრივმა მარია ნოვიკოვამ.
,,ჩემი თხოვნაა, დამკრძალოთ რუსეთში, პერედელკინოში, პასტერნაკის საფლავის სიახლოვეს“ – ეს პოეტის სიტყვებია, რომელიც პოეტის იუბილისადმი მიძღვნილი ფესტივალის პროდიუსერმა სერგეი ვინიკოვმა მედიას განუცხადა.
85 წლის პოეტი 150-ზე მეტი წიგნის ავტორი იყო. ევტუშენკო 1932 წელს ირკუტსკის ოლქში, გეოლოგ ალექსანდრე განგნუსის ოჯახში დაიბადა. 1961 წელს მან გამოაქვეყნა ყველაზე ცნობილი ლექსი, „ბაბი იარი“, ნაცისტი გერმანელების მიერ კიევში ებრაელთა დახოცვის შესახებ. ტექსტში მწვავედ იყო გაკრიტიკებული საბჭოთა კავშირში ისტორიის გაყალბების პრაქტიკა და საბჭოური ანტისემიტიზმი. 1965 წელს ევტუშენკომ ხელი მოაწერა პოეტ იოსიფ ბროდსკის დევნის წინააღმდეგ მიმართულ წერილს, 1968 წელს ასევე წერილზე ხელმოწერით დაგმო საბჭოთა ჯარების შესვლა ჩეხოსლოვაკიაში
1991 წელს პოეტი ოჯახთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდა, სადაც ის სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები