კონსერვატორიის ანსამბლის – GEORGIA MODERN-ის პრეზენტაცია-კონცერტი გაიმართება

4 აპრილს, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში  კონსერვატორიის ახლად შექმნილი თანამედროვე მუსიკის ანსამბლის Georgia Modern-ის პრეზენტაცია-კონცერტი გაიმართება.
როგორც „კვირას“ კონსერვატორიაში განუცხადეს, კონცერტში მონაწილეობენ: რეზო კიკნაძე (საქსოფონი, ელექტრონიკა), ლელა მჭედლიძე (ვიოლინო), თემურ ხარაძე (ალტი), შოთა გოგოძე (კლარნეტი), სანდრო ჩიჯავაძე (ჩელო), თამუნა ჟვანია (ფორტეპიანო) და ნინო ჟვანია (ფორტეპიანო).
სპეციალურად ამ კონცერტისთვის კონსერვატორიის კომპოზიციის მიმართულების პედაგოგებმა: რეზო კიკნაძემ, მაკა ვირსალაძემ, ეკა ჭაბაშვილმა და სტუდენტმა არჩილ გიორგობიანმა შეთხზეს ნაწარმოებები, რომლებიც გაჟღერდება უკვე კლასიკად ქცეული ვებერნის, ბერიოს, ქსენაკისის, რაიხისა და პიარტის არაჩვეულებრივი მუსიკის გვერდიგვერდ.
Georgia Modern – შექმნილი თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ბაზაზე, წარმოადგენს თანამედროვე მუსიკის პირველ პროფესიულ ანსამბლს საქართველოში. მისი მთავარი მიზანია თანამედროვე ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებების პოპულარიზაცია.
ბილეთები იყიდება დიდი დარბაზის სალაროში (Tel.: 2934624) და https://tkt.ge-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები