“საქართველოს არ აქვს ნავთობი, მაგრამ აქვს წყალი და მას შეუძლია აწარმოოს ჰიდრო ენერგიის ექსპორტი რეგიონალურ ბაზრებზე“
საქართველოს არ აქვს ნავთობი, მაგრამ აქვს წყალი და მას შეუძლია აწარმოოს ჰიდრო ენერგიის ექსპორტი რეგიონალურ ბაზრებზე- ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბატმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც ჩაკრაბატმა აღნიშნა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სურს საქართველოსჰიდრო ენერგიის ექსპორტის რეგიონალურ ბაზრებზე წარმოებას ხელის შუეწყოს. „ძალიან კარგი შეხვედრა იყო. მომეცა იმის საშუალება, რომ მიმელოცა პრემიერ მინისტრისთვის მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნა, ეს ძალიან კარგია, ასევე ძალიან კარგია ის ძლიერი გუნდი, რომელიც მასთან არის. მეორე მილოცვა იმაში მდგომარეობდა, რომ აქციონერებმა, ერთხმად აირჩიეს თბილისი, საქართველო, 2015 წლის ყოველწლიური შეხვედრის ჩატარების ადგილად. მე მგონი ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ვატარებთ ჩვენს ყოველწლიურ შეხვედრას კავკასიის რეგიონში, ძალიან მეამაყება რომ ეს იქნება თბილისში. ჩვენ მოუთმენლად ველით ამ ღონისძიებას და გავაკეთებთ ბიზნეს განვითარების ძალიან დიდ ღონისძიებას, რათა მოვახერხოთ ინვესტორთა მოზიდვა საქართველოში. მესამე თემა, რაზეც ვისაუბრეთ, იყო საქართველოსა და EBRD-ს პარტნიორობის გეგმებზე. ჩვენ ძალიან ძლიერი პარტნიორობა გვაკავშირებს. გასულ წელს 13 პროექტი განვახორციელეთ, დაახლოებით 100 მილიონი დოლარის ფარგლებში, და ვიმედოვნებთ რომ მომდევნო წელს ამ რიცხვს გავაორმაგებთ, ასე რომ, გასაკეთებელი ბევრია. ყველაზე მეტად ჩვენ გვახარებს ჰიდრო სფეროში, ჰიდრო ენერგიის სფეროში მოღვაწეობა. საქართველოს არ აქვს ნავთობი, მაგრამ აქვს წყალი, და მას შეუძლია აწარმოოს ჰიდრო ენერგიის ექსპორტი რეგიონალურ ბაზრებზე, ჩვენ კი გვინდა ამის ხელშეწყობა“,- განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა.