მედეა ზაალიშვილის ახალი წიგნის წარდგენა გაიმართება

დღეს, 31 მარტს, 19:00 საათზე, წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუაში“ ქართველი მთარგმნელის – მედეა ზაალიშვილის ახალი წიგნის წარდგენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ახალ გამოცემაში ოცდახუთამდე ბრიტანელი და ამერიკელი პოეტის ლექსების თარგმანები შევიდა. გამორჩეულ ლექსებთან ერთად კრებულში მკითხველი საინტერესო დეტალებსაც გაეცნობა პოეტების ბიოგრაფიიდან.
კრებული გამოსცა „არტანუჯმა“, შეადგინა, შესავალი წერილი და კომენტარები დაურთო პაატა ჩხეიძემ.
მედეა ზაალიშვილის თარგმანებს კარგად იცნობს ქართველი მკითხველი. უილიამ შექსპირის „ტიტუს ანდრონიკუსის“ და „ვენერა და ადონისის“, უილიამ ბატლერ იეიტსის „კელტური მიმწუხრის“, უილიამ ფოლკნერის „სული რომ ამომდიოდას“, ტომას ვულფისა და შირლი ჯეკსონის მოთხრობებისა და სხვა თარგმანები უდავო დასტურია იმისა, რომ მისი ღვაწლი გამორჩეულია ქართული ენისა და ლიტერატურის განვითარების საქმეში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები