მარჯანიშვილის თეატრში „ბაკულას ღორების“ პრემიერა გაიმართება

2, 3, 6, 7, 9 აპრილს, 20:00 საათზე, მარჯანიშვილის თეატრში ლევან (ჭოლა) წულაძის ახალი სპექტაკლი: „ბაკულას ღორები“დაიდგმება.
რეჟისორი: ლევან წულაძე, ანა ცუცქირიძე; ავტორი: დავით კლდიაშვილი; მხატვარი: ნინო სურგულაძე; კომპოზიტორი: ზურაბ გაგლოშვილი; ქორეოგრაფი: გია მარღანია; რეჟისორის ასისტენტი: ნინო ჟორჟოლიანი.
მთ. როლში: ნიკა თავაძე, ნატა მურვანიძე, როლანდ ოქროპირიძე, ანა ვასაძე;
მთ. როლში: კოკო როინიშვილი, ბესო ბარათაშვილი, ბაჩუკი დოღონაძე;
მთ. როლში: თამარ ბუხნიკაშვილი, ნინო გაჩეჩილაძე, მარიამ სუჯაშვილი, დავით ხურცილავა, ნიკა კუჭავა, ზურაბ ბერიკაშვილი;
როლში: მანანა კოზაკოვა, ონისე ონიანი, ირმა ბერიანიძე, თემურ კილაძე, ზაზა გოგუაძე;
როლში: ანა გრიგოლია, თეონა ქოქრაშვილი, გიორგი კიკნაძე, ნოდარ ძოწენიძე.
სპეკტაკლის შესახებ ლაშა ბუღაძე წერს: „მეოცე საუკუნის ოციანი წლებია… ცოტა ხნის წინ პირველი მსოფლიო ომი დასრულდა, დაიშალა ხუთი იმპერია, პატარა საქართველო ისტორიის გასაყარზეა – არავინ იცის, მომავალში რა ელის… საით წავა… რუსეთის იმპერია წარსულია, აწმყო მყიფე დამოუკიდებლობაზე დგას, ხოლო მომავალი ბურუსითაა მოცული… საქართველო კუნძულივითაა, რომელიც დაშლილ იმპერიებს შორის მოქცეულა… დავით კლდიაშვილის შემცბარი და უხმაურო გმირები თავიანთი პატარა ეზოებისა და სახლების გადარჩენას თუ შენარჩუნებას ცდილობენ, რადგან დროდადრო მეზობლის ღორები ანადგურებენ მათ მწირ მოსავალს… ამბობენ, რომ ეს ბაკულას ღორებია… მაგრამ ნუთუ შესაძლებელია, რომ ამ უხილავი ბაკულას მშიერი ღორები ქმნიდნენ ამხელა ხმაურს? ისტორიაში თითქოსდა, უმწეოდ გამოკიდებულ პატარა სივრცეს – გალაკტიონ ხოსოლიანის ბევჯერ გადაჯეგილ და ისევ აღდგენილ ეზოს ყველა მხრიდან უტევენ ახლებური შინაურ-გარეული არსებები“… 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები