გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოს სჯერა თავისი ევროპული მომავლის

“ჩემთვის დიდი პატივია ბრიუსელში ყოფნა, სადაც ისტორიულ მიღწევას აღვნიშნავთ, რაც შესაძლებელი გახდა ჩვენი ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად” , – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
პრემიერის თქმით, დღეიდან საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ შეძლებენ ევროკავშირში მოგზაურობას, რაც ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივ ძალისხმევაზე მეტყველებს.
„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტუსკს მისი პირადი წვლილისთვის, რომელიც მან ამ პროცესში შეიტანა. ბატონი ტუსკი საქართველოს ახლო მეგობარია და ჩვენ გვჯერა, რომ ის განაგრძობს ჩვენი ამბიციური ევროპული დღის წესრიგის მტკიცე მხარდაჭერას. ვიზალიბერალიზაციის პროცესი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო შორს მიმავალი რეფორმების განხორციელებისას, რამაც დადებითი ცვლილებები მოუტანა ჩვენს ქვეყანას. აღნიშნული მიღწევა ხელშესახებ სარგებელს მოუტანს საქართველოს მოქალაქეებს და ძლიერ სტიმულს წარმოადგენს ევროინტეგრაციის გზაზე შემდგომი მიღწევებისთვის“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს სჯერა თავისი ევროპული მომავლის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები