მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესა და გარემოსდაცვითი ინფორმაციის ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს სასახლის დირექტორმა, თიკა რუხაძემ და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, ია პაპიაშვილმა.
მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, ურთიერთშეთანხმების პრინციპებზე დაფუძნებით და სამიზნე ჯგუფზე ორიენტირებული მიდგომით, მხარეები ერთობლივად შეუწყობენ ხელს ქართველ ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, რაც დღეს განსაკუთრებით აქტუალურია.
მემორანდუმის ფარგლებში, ერთობლივი ღონისძიებების, პროექტების განხორციელება დაიგეგმა, რომელშიც აქტიურად ჩაერთვება ისტორიისა და ეთნოგრაფიის კაბინეტის გეოეკოლოგიის წრე, პედაგოგი ეკა ელიზბარაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები