ევროკომისიის შენობის წინ საქართველოს დროშა აღმართეს

​საქართველოსათვის უვიზო რეჟიმის ამოქმედებასა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტთან დაკავშირებით, ევროკომისიის შენობის წინ საქართველოს დროშა აღმართეს.
​დღეიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა. ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლით 180 დღის განმავლობაში მაქსიმალური, 90 დღის ვადით ისარგებლებენ. უვიზოდ მოგზაურობა შესაძლებელია შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას. უვიზო მიმოსვლა ასევე შესაძლებელია შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანასთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები