“Starbucks”-ი : საქართველოში არ შემოვდივართ

ოფიციალური “Starbucks”-ი საქართველოს ბაზარზე ბრენდის შემოტანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. ამის შესახებ კომპანიამ “იმედს” ექსკლუზიურად განუცხადა.
ყავის ცნობილ კომპანიაში აცხადებენ, რომ მედიაში გავრცელებული ცნობა, საქართველოში “Starbucks”-ის ყავის ქარხნისა და მაღაზიის გახსნაზე ჭორი და სპეკულაციაა.
თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში დამატებითი განმარტება გააკეთეს და განაცხადეს, რომ 2016 წლის დეკემბერში, თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭომ, შპს “კაფსულო”-ს ნებართვა მისცა, კახეთის გზატკეცილზე არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის შეთანხმებაზე.
ეს ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ნებართვაა გაცემული, მაგრამ პროექტის დეტალური აღწერილობა ჯერ-ჯერობით არ არსებობს.
როგორც მერიაში აცხადებენ, არც პირად საუბრებში და არც დოკუმენტებში, კომპანია “Starbucks”-ი არ ფიგურირებდა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მრავალფუნქციურ კომპლექსში იქნება როგორც სავაჭრო ობიექტი, ასევე, ყავის საწარმო.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია “Starbucks”-ის საქართველოში, კერძოდ კი თბილისში შემოსვლის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები