​ხარაგაულისა და ზესტაფონი მუნიციპალიტეტების ზოგიერთ სოფელში თოვს (ვიდეო)

​ხარაგაულისა და ზესტაფონი მუნიციპალიტეტების ზოგიერთ სოფელში თოვს. როგორც „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა, კვირის ბოლომდე, საქართველოს მასშტაბით არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.
მისი თქმით, 30 მარტს უმეტეს რაიონში გამოიდარებს და ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 18-დან 19 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთში 20 გრადუსამდე მოიმატებს, თუმცა 31 მარტიდან კვლავ არამდგრადი ამინდი და ნალექია მოსალოდნელი.
„ზესტაფონის და ხარაგაულის რაიონის ზედა სოფლებში, რიკოთის უღელტეხილის ტერიტორიაზე მოთოვა, თოვლია ასევე, მცხეთა-მთიანეთის მაღალმთიანეთში, ხვალიდან საქართველოს უმეტეს რაიონში გამოიდარებს, თუმცა 31 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი“, – აღნიშნა დოდო გვაზავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები