მუდმივი სამოგზაურო დაზღვევა „თი-ბი-სი დაზღვევისგან”

პირველ უვიზო მგზავრს სადაზღვევო კომპანია „თი-ბი-სი დაზღვევამ” ევროპაში მიმავალ პირველ უვიზო მგზავრს საჩუქარი გაუკეთა და მუდმივი სამოგზაურო დაზღვევა აჩუქა. ევროპის მიმართულებით პირველი რეისი ვარშავაში გუშინ ღამით შესრულდა. სწორედ ამ პირველი რეისით მიემგზავრებოდა უვიზოდ თამარ მუმლაძე, რომელსაც „თი-ბი-სი დაზღვევამ” სიურპრიზი მოუმზადა და მუდმივი სამოგზაურო დაზღვევით დაასაჩუქრა.
პირველ უვიზო მგზავრს აეროპორტშივე გაუფორმდა სამოგზაურო დაზღვევა, რომელიც საზღვრის გადალახვისთანავე ამოქმედდება. „თი-ბი-სი დაზღვევის” სამოგზაურო დაზღვევით თამარ მუმლაძე ნებისმიერი სხვა მოგზაურობის დროსაც ისარგებლებს.
„თი-ბი-სი დაზღვევა” „თი-ბი-სი ბანკის“ შვილობილი კოპანიაა. ის იანვრიდან არის ბაზარზე და მომხმარებელს ყველა სადაზღვევო პროდუქტს სთვაზობს, ჯანმრთელობის დაზღვევის გარდა. „თი-ბი-სი დაზღვევის” პროდუქტების შეძენა „თი-ბი-სი ბანკის“ 170-მდე ფილიალშია შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები