ჰაერში, ტყვიის კონცენტრაცია 2015 წელთან შედარებით, 5-ჯერ არის შემცირებული

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობა 4 ქალაქში ისაზღვრება. ეს ქალაქებია: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და რუსთავი.
აღსანიშნავია, რომ ამ ქალაქებში 2016 წელს ტყვიის საშუალო თვიური კონცენტრაციის ნორმაზე (0.0003 მგ/მ3) გადაჭარბების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ქალაქ ბათუმში 2016 წელს ტყვიის საშუალო წლიურმა კონცენტრაციამ შეადგინა 0.00006 მგ/მ3.
როგორც „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ბათუმში ჰაერში ტყვიის შემცველობა ისაზღვრება 2014 წლიდან. წინა წლებთან შედარებით, 2016 წელს აღინიშნა კონცენტრაციის კლების ტენდენცია (2014 წელი – 0.00021 მგ/მ3, 2015 წელი – 0.00016 მგ/მ3).
ქალაქ რუსთავში 2016 წელს ტყვიის საშუალო წლიურმა კონცენტრაციამ შეადგინა 0.00010 მგ/მ3. რუსთავში ჰაერში ტყვიის შემცველობა ისაზღვრება 2014 წლიდან.
წინა წლებთან შედარებით, 2016 წელს აღინიშნა კონცენტრაციის კლების ტენდენცია (2014 წელი – 0.00013 მგ/მ3, 2015 წელი – 0.00017 მგ/მ3).
ქალაქ ქუთაისში ტყვიის საშუალო წლიურმა კონცენტრაციამ 2016 წელს შეადგინა 0.00008 მგ/მ3.
ქუთაისში ჰაერში ტყვიის შემცველობა ისაზღვრება 2014 წლიდან და მონაცემებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ ის დაახლოებით ერთ დონეზე რჩება (2014 – 0.00008 მგ/მ3, 2015 – 0.00009 მგ/მ3).
თბილისში ტყვიის საშუალო წლიურმა კონცენტრაციამ 2016 წელს 0.00004 მგ/მ3 შეადგინა.
სააგენტოს ინფორმაციით, ტყვიის კონცენტრაცია ჰაერში 2015 წელთან შედარებით, 5-ჯერ არის შემცირებული.
ქალაქ თბილისში ჰაერში ტყვიის შემცველობა 2008 წლიდან ისაზღვრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები