გიგლა აგულაშვილმა დედოფლისწყაროში შირაქის ველზე საცდელი ქარსაფარი ზოლი დაათვალიერა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა დედოფლისწყაროში შირაქის ველზე საცდელი ქარსაფარი ზოლი დაათვალიერა, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით გაშენდა.
როგორც „კვირას“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრი ადგილობრივი მუნიციპალიტეტების გამგებლებსაც შეხვდა. შეხვედრა პროექტის „მდგრადი მიწათსარგებლობის პრაქტიკის დანერგვა სასოფლო ტერიტორიებზე“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP) გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებით ახორციელებს.
შეხვედრაზე გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის ქარსაფარი ზოლების რეაბილიტაციის და მათი მდგრადობის შენარჩუნებისთვის საკანონმდებლო რეგულირების სფეროში შემდგომ ნაბიჯებსა და განხორციელებაზე იმსჯელეს.
პროექტს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრთან ერთად ახორციელებს. შეხვედრას ადგილობრივი ფერმერები, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები