ვიქტორ დოლიძე დარწმუნებულია, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედება საქართველოს მიმართ საჭირო არ გახდება

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე დარწმუნებულია, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი არ ამოქმედდება. როგორც ვიქტორ დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოსა და შენგენის ქვეყნებს შორის სასაზღვრო კონტროლის თვალსაზრისით, ურთიერთთანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
„გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო ზედმიწევნით სწორად ასრულებდა რეადმისიის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, მივედით იქამდე, რომ გადავედით ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაზე. ისიც ზედმიწევნით სწორად და კარგად შევასრულეთ, რაც იყო გარანტი და საფუძველი იმისა, რომ სულ რამდენიმე დღეში, ჩვენი მოქალაქეები შენგენის ზონაში გადაადგილდებიან უვიზოდ” , – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
რაც შეეხება რეადმისიის აღსრულების საკითხს, ვიქტორ დოლიძის განმარტებით, ძირითადად, როგორც წესი, თანამშრომლობენ შინაგან საქმეთა უწყებები.
”შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის არის ძალიან მნიშვნელოვანი, გეგმაზომიერი და სწორი, არსებითი თანამშრომლობა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო გავაღრმავოთ ეს, მაგალითად, სასაზღვრო კონტროლის თვალსაზრისით, რომელიც ითვალისწინებს მაქსიმალურ მონიტორინგს ჩვენს თანამოქალაქეებზე, რათა მასობრივი ხასიათი არ მიიღოს დარღვევებმა და ეს არ იქცეს იმის საფუძვლად, რომ შეჩერების მექანიზმი არ ამოქმედდეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ მოხდება”, – აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები