მოსამართლემ “საზოგადოებრივი მაუწყებელს” ეკა მიშველაძისთვის 30 ათასი ლარის გადახდა დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზიდენტის პრესსპიკერის, ეკა მიშველაძის სარჩელი დააკმაყოფილა. მოსამართლემ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ყოფილი თანამშრომლის და ამჟამად პრეზიდენტის პრესსპიკერის, ეკა მიშველაძის გათავისუფლება უკანონოდ ცნო და “საზოგადოებრივ მაუწყებელს” კომპენსაციის სახით, 30 000 ლარის გადახდა დააკისრა.
მიშველაძე სწორედ იმ გადაწყვეტილების გაბათილებას ითხოვდა, რომლის მიხედვითაც მისი გადაცემა დაიხურა და სამსახურიდან გაათავისუფლეს.
სარჩელის მიხედვით, მხარე მიშველაძის სამსახურში დაბრუნებას, კომპენსაციას და დისკრიმინაციის შედეგად მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები