არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას: თქვენი გამოსვლები ქვების სროლაა საკუთარი ქვეყნის საქარე მინაზე

„თქვენი ხელისუფლების დროს ნამდვილად დიდი ტრავმები აქვს საქართველოს მიღებული ადამიანის უფლებათა და უსაფრთხოების სფეროში და საერთაშორისო იმიჯის თვალსაზრისითაც, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტზე მსჯელობისას ოპოზიციონერ კოლეგებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიციონერი დეპუტატების გამოსვლები ქვეყნის მისამართით ქვების სროლაა.
„თქვენი ხელისუფლების დროს ნამდვილად დიდი ტრავმები აქვს საქართველოს მიღებული ადამიანის უფლებათა და უსაფრთხოების სფეროში და საერთაშორისო იმიჯის თვალსაზრისითაც, აღარ ჩამოვთვლი თუ როგორ ფასადაც აქციეთ დემოკრატია თქვენ. რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ, თქვენი გამოსვლები ამ დებატების დროს ეს არის ქვების სროლა საკუთარი ქვეყნის საქარე მინაზე. თქვენ გინდათ დაამტვრიოთ ის, რისი საშუალებითაც ჩვენ ვიხედებით მომავალი განვითარებისკენ, რაც აუცილებელია საქართველოს განვითარებისთვის მაშინ, როდესაც ქვეყანაში და მსოფლიოში რისკები არის ერთი ორად გაზრდილი და ქვეყანაში ასე ძალიან გვჭირდება, რომ უსაფრთხოება იყოს გარანტირებული.
​და ბოლოს, თქვენ რიტორიკულ შეკითხვაზე, როდესაც ამბობთ ერთი შემთხვევა გაგვახსენეთ უსაფრთხოების სისტემამ რა გააკეთაო და ასევე ბატონმა გიგიმ დასვა კორექტული შეკითხვა – სად გამოიხატა წარმატებები უსაფრთხოების სისტემის და ამ სისტემის გამოყენების“, – განაცხადა თალაკვაძემ და ქვეყნის უსაფრთხოების წარმატებულ მაგალითად 2016 წელს სტრატეგიულ გაზსადენზე ტერაქტის აღკვეთა დაასახელა.
„თუ თქვენ მიიჩნევთ, რომ ეს არანაირი შედეგი არ არის და ამ გაზსადენის აფეთქების შემდეგ მშვიდად იჯდებოდით აქ და დებატების საშუალება გექნებოდათ, სკოლაში ივლიდნენ ბავშვები, ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებელი იქნებოდა 5,2 პროცენტი, მივიღებდით ვიზალიბერალიზაციას, ინვესტიციებს შემოვიტანდით ენერგეტიკის სფეროში მათ შორის, ძალიან ცდებით,ასე არ იქნებოდა და სწორედ ეს არის შედეგი იმ უსაფრთხოების შედეგი რომელიც არსებობს და რომელიც დავარეგულირეთ. მეორე, ურანის ამოღების მხოლოდ ორი საქმეც კმარა 2016 წელს აპრილში, როდესაც ურანი იქნა ამოღებული და ურანის უკანონო ტრანზიტი იქნა აღკვეთილი.
ვის მიერ იქნა, რომელი სამსახურის მუშაობის შედეგად იქნა ამ ფაქტების აღკვეთა, მე შემიძლია გავაგრძელო საუბარი ამ მაგალითებზე, მაგრამ, ძალიან გთხოვთ, როდესაც ბევრ კრიტიკულ შენიშვნას გამოთქვამთ, ერთი-ორი მადლობა იქნებ გადაუხადოთ იმ ადამიანებს , რომლებიც ზრუნავენ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები