პარლამენტმა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.
თავდაპირველად კენჭისყრაზე პრეზიდენტის პროექტი დადგა, რომელსაც 22 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო წინააღმდეგ ხმა პარლამენტის 86 წევრმა მისცა.
”ქართული ოცნების” უმრავლესობამ გიორგი მარგველაშვილის შეთავაზებებს მხარი არ დაუჭირა.
ამის შემდეგ პარლამენტის მიერ მიღებულ იმ კანონპროექტს ეყარა კენჭი დადგა, რომელსაც პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა და ვეტო დაადო.
უმრავლესობამ აღნიშნულ პროექტს 93 ხმით დაუჭირა მხარი, 21 დეპუტატი წინააღმდეგ წავიდა.
პარლამენტის ამ გადაწყვეტილებით სსიპ-ი – ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში ჩამოყალიბდება.
ფარულ მოსმენა-მიყურადების ექსკლუზიური უფლებამოსილება სწორედ აღნიშნულ სააგენტოს ექნება.
გიორგი მარგველაშვილის შეთავაზება ითვალისწინებდა იმას, რომ ტექნიკურ-ოპერატიული სააგენტო პირდაპირ პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება ყოფილიყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები