უკრაინის უშიშროების სამსახურმა ოდესაში რუსეთის აგენტურული ქსელი გაანადგურა

უკრაინის უშიშროების სამსახურმა ოდესაში რუსეთზე მომუშავე აგენტურული ქსელი გაანადგურა. მასში უკრაინის 9 მოქმედი და ყოფილი სამხედრო მოსამსახურე შედიოდა. ამის შესახებ სააგენტო „უნიანი“ იუწყება.
ეს პირები რუსული სპეცსამსახურების მიერ „დავერბოვკებულები“ იყვნენ და სხვადასხვა სახის საიდუმლო ინფორმაციას აგროვებდნენ. ასევე უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში დივერსიულ აქტებს გეგმავდნენ.
„საიდუმლო ქსელი რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ შექმნა. ჯგუფი საიდუმლო ინფორმაციას აგროვებდა, მათ შორის სამხედრო ობიექტებზე საბრძოლო ქვედანაყოფების განლაგების, მათი ბრძოლისუნარიანობის და გადაადგილების შესახებ. ქსელი უკრაინის კონტრდაზვერვამი გააუვნებელყო – განაცხადა უკრაინის უშიშროების სამსახურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ტკაჩუკმა.
ასევე უკრაინის უშიშროების უწყება ინფორმაციას ავრცელებს რომ ჯგუფს ქალი ხელმძღვანელობდა, რომელმაც მომზადება ყირიმში, რუსეთის სპეცსამსახურების ერთ-ერთ ობიექტზე გაიარა.
ჩხრეკის დროს ამოღებულია ხელყუმბარები, პისტოლეტები, ასევე ასაფეთქებელი მოწყობილობები. დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები