დიმიტრი ლორთქიფანიძე: „გირჩი“ „ნატურალურ“ მარიხუანას სთავაზობს ახალგაზრდებს

„გირჩის“ მიერ წამოწყებული კამპანია არის მომაკვდინებელი სიმფონია”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა.
ლორთქიფანიძე თვლის, რომ „გირჩის“ მიერ წამოწყებული პროპაგანდა სავალალო შედეგებამდე მიიყვანს საზოგადოებას. მისი თქმით, ქვეყანაში უნდა გატარდეს მკაცრი ნარკოპოლიტიკა. ლორთქიფანიძე აქცენტს აკეთებს ფსიქოტროპულ პრეპარატებზეც და ამბობს, რომ ქვეყანაში არსებული სისტემა, რომელიც 94 წლიდან ერთ ადგილზეა გაყინული, შესაცვლელია.
„გირჩი“ “ნატურალურ” მარიხუანას სთავაზობს ახალგაზრდებს. პრეპარატი „ლირიკა“ ჩაანაცვლა სხვა სახელის მქონე პრეპარატმა, რაც ასევე ადვილად ხელმისაწვდომია, აფთიაქარები ეხმარებიან ადამიანებს, რომ შეიძინონ ეს აპარატი, ეს ყველას არ ეხება, რასაკვირველია, ვიღაც ცდილობს, რომ, ასევე აბსოლუტურად ხელმისაწვდომი გახადოს მარიხუანა, ამის პროპაგანდას ეწევა „გირჩი“ და ვთვლი, რომ მათ ხელისუფლებაში ვიღაც ლობირებს. ზურა ჯაფარიძეს, რომ დავუჯეროთ, მარიხუანას რეალიზაცია უცხოელ ტურისტებზე ბიუჯეტს შესამჩნევს სარგებელს მოუტანს, მაგრამ ეს იქნება დამღუპველი ჩვენი თაობებისთვის. ლეგალიზაცია სხვა რამეა და დეკრიმინალიზაცია სხვა რამ, უნდა განვმარტოთ ის, რომ ნარკოტიკის მიღება კატეგორიულად უნდა იყოს მიუღებელი. ჩვენ გვყავს 300 000 საჯარო მოხელე, რომლებსაც უნდა ჩაუტარდეთ მოულოდნელი შემოწმებები“, – განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები