მამუკა ახვლედიანი დაკითხვაზე დაიბარეს

​რამდენიმე წუთში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში საკრებულოს წევრის, თბილისის ყოფილი ვიცე-მერის, მამუკა ახვლედიანის დაკითხვა დაიწყება. როგორც „კვირას“ უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიებას კითხვები პროექტ ”ძველი თბილისის ახალ სიცოცხლის” ირგვლივ აქვს. მამუკა ახვლედიანი, თბილისის ყოფილი ვიცე-მერის თანამდებობაზე ყოფნის დროს, სწორედ ამ პროექტს ხელმძღვანელობდა. პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 218 და 182 – მუხლებით მიმდინარეობს.
თავად მამუკა ახვლედიანი ამბობს, რომ პროექტი „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე“ 2009 წელს დაიწყო.
”აინტერესებთ, რა თანხები იხარჯებოდა და რამდენად მიზნობრივად, მაგრამ არ მესმის ამ საქმეზე რა ძიებაა საჭირო. ეს პროექტი 2009 წელს წამოიწყო მთავრობამ, მაშინ, როდესაც დეველოპერული კომპანიები, მათ შორის მსოფლიო ფინანსური კრიზისის ფონზე, ვეღარ მუშაობდნენ. მთავრობამ მათ სტიმული მისცა და აქ საქმე მხოლოდ დეველოპერულ კომპანიებს არ ეხებათ. ამას ებმებოდა ყველა ის ბიზნესი, რომელიც მშენებლობასთანაა დაკავშირებული”, – განაცხადა ახვლედიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები